დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში პირველად შს მინისტრმა წაიყვანა

15/09/2017

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელ შვილს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ზურაბ ზოიძეს დარჩა მეუღლე – მაია ფარტენაძე და 2 წლის გოგონა მარიამი. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, ოჯახში ბიჭიც დაიბადა და მას მამის სახელი – ზურა დაარქვეს. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მაია ფარტენაძემ მუშაობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოში დაიწყო.
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში მიჰყავთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0