დაღუპული სპეცრაზმელის-ივანე გოლაშვილის ოჯახს ბინა გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის-ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი,საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. საცხოვრებელი ბინა ფონდმა “ქართუმ” შეიძინა. გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.

Visited 168 times, 1 visit(s) today