დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა

27/09/2017

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა.
წირვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0