დაშბაშის კანიონზე მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

02/12/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან ერთად, დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობის მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. ამ დროსითვის ტერიტორიაზე პირველი ეტაპის სამუშაოები, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის მშენებლობა, მიმდინარეობს, რომელიც კანიონზე მოეწყობა და 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება. მშენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. პროექტის დასრულებისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება, რომელიც ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის, სასტუმროს, აუზების, მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილი სივრცეებისა და ექსტრემალური ატრაქციონის ე.წ. ზიპლაინის მოწყობს ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0