დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მარტყოფში დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის მოასფალტება დასრულდა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი დაიგო 1017 მეტრზე. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტირდა გადასასვლელი ხიდი, მოეწყო მონასტერთან ასასვლელი კიბე და გაკეთდა სანიაღვრეები. სამუშაოები შპს “სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ” 309 692 ლარად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეასრულა.

Visited 159 times, 1 visit(s) today