დედამიწის საერთაშორისო დღე ახალციხის მუნიციპალიტეტში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედამიწის საერთაშორისო დღე ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა. გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ივლიტის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
სოფლებში კი რწმუნებულებმა და დეპუტატებმა მოსახლეობასთან ერთად თავიანთი ტერიტორია დაასუფთავეს. აქციას საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო კლუბის წევრებიც შეუერთდნენ.

„ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს საკუთარ გარემოს სისუფთავეზე, ეს აქცია კი სწორედ ამისი გამოძახილია“-განმარტეს მონაწილეებმა.

დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობამ“ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედაა გამოცხადებული, რომელიც 1970 წლიდან აღინიშნება. ყოველ წლიურად, თარიღთან დაკავშირებით, მსოფლიოს 176-მდე ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობები ეწყობა. საერთაშორისო დღეს საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა.

Visited 192 times, 1 visit(s) today