დედოფლისწყაროს გამგებელი ქარსაფარების მონიტორინგის პროცესს დაესწრო

09/08/2017

დედოფლისწყაროს გერმანული თანამშრომლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან და სხვა პარტნიორებთან ( სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი) ერთად ახორციელებს ქარსაფარების რეაბილიტაციისა და გადარჩენის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დღეს, 9 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროში საველე კოორდინატორთან ამირან კოდიაშვილთან ერთად, შირაქში, შავჭრელების მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაფარების მონიტორინგის პროცესს, უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, დაესწრო. პროგრამის მიზანია, შექმნას საინფორმაციო ბანკი , რომელშიც დაზუსტებულად იქნება ცნობილი , თუ რა ზიანი ადგება ქარსაფარებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში დარჩენილი ნამჯის გადაწვის დროს. საველე პირობებში ჩატარდა მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაკვეთების ხანძრების დროს მცირე ოდენობის ქარსაფარი ზოლების გადაწვა. ეს დადებითი ტენდენცია კი გამოწვეულია საინფორმაციო შეხვედრებით, ზედამხედველობის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით და ფერმერების დიდი ყურადღებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0