დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წითელას ეპიდემიის პრევენციულ ღონისძიებეზე იმსჯელეს

28/01/2019

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წითელას ეპიდემიის პრევენციულ ღონისძიებეზე იმსჯელეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ინფორმირებულობა და ვაქცინაცია მოხდება. აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპლიტეტში წითელას პრევენციის მიზნით შეიქმნება საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წითელაზე აცრა საართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0