დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სოფლის მეურნეობაში კრიზისების მართვის სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

16/01/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, გერმანიის საერთაშორიშო საზოგადოებისა ( GIZ ) და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სოფლის მეურნეობაში კრიზისების მართვის სამუშაო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა განაცხადეს, რომ გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება საიმედო პარტნიორია და მის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაზე GIZ-ის ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროექტის ხელმძღვანელმა კრისტიან გონერმა, ამავე პროექტის უფროსმა მრჩეველმა ნათია კობახიძემ და საველე კოორდინატორმა ამირან კოდიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და სამუშაო ჯგუფის წევრებს მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნეს. აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასა და გერმანიის საერთასორიშო საზოგადოებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კრიზისების მართვის სამუშაო ჯგუფი 2016 წელს ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინიციატივით შეიქმნა. GIZ-ის ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის პროექტის ხელმძღვანელის, კრისტიან გონერის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი , რომელსაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხელმძღვანელობს , წარმატებით და ეფექტურად მუშაობს და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ჯგუფები სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეიქმნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0