წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის ოცდამეორე-ოცდამეოთხე კილომეტრებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე შეიცვალა ძველი, დაზიანებული სანიაღვრე მილები და იგება ასფალტის საფარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს დასრულდა დედოფლისწყარო-ზემო ქედის დამაკავშირებელი გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად კი ეწყობა სოფელ ზემო ქედის საფეხმავლო ტროტუარები. ინფრასტრუქტურული პროექტი , რომელიც სოფელ ოზაანიდან ქვემო ქედის ჩათვლით 37 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 2013 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სერპანტინი“ ასრულებს.
Visited 240 times, 1 visit(s) today