დედოფლისწყაროში, ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

26/08/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროგრამა “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ქალაქ დედოფლისწყაროში განხორციელდა ცენტრალური მოედნის, რუსთაველისა და ჰერეთის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სკვერები, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, განახლდა ქალაქის ცენტრში არსებული შადრევანი, ასევე, ორივე ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები და ღობეები.
“განახლებული რეგიონების” პროგრამით, დედოფლისწყაროში, ამჟამად, ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის სრული ფართობი 16 675 კვ მეტრია. პროექტის ფარგლებში განხორციელდება პარკის სრული რეაბილიტაცია, გაშენდება ახალი რეკრეაციული ზონა, 12 000 კვ მეტრზე გაკეთდება საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე, 1300 კვ მეტრის ფართობზე აშენდება საბავშვო მოედნები და მოეწყობა გასართობი ატრაქციონები. პარკში გაკეთდება ტბა მოცეკვავე ფანტანებით და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაკეთდება ახალი საფეხმავლო ხიდი და პირსები (მისადგომები წყლის ტრანსპორტისთვის), სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარკში არსებულ მემორიალს.
“განახლებული რეგიონების” პროგრამამ ახალი სიცოცხლე შესძინა ქალაქ დედოფლისწყაროს. რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0