დედოფლისწყარო-გამარჯვების დამაკავშირებელი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს

10/10/2017

წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის ოცდამეორე-ოცდამეოთხე კილომეტრებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის მშენებლობამ მეთვრამეტე-ოცდამეორე კილომეტრებზე, დედოფლისწყარო-გამარჯვების დამაკავშირებელ მონაკვეთზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე იხსნება ძველი და დაზიანებული ასფალტი, სანიაღვრე სისტემა კი თანამედროვე სტანდარტების მაღალგამტარიანი მილებით იცვლება. მოასფალტება უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, მოხდა თავწყაროს დასახლებასა და სოფელ გამარჯვებაში არსებული სატრანსპორტო მოსაცდელების დემონტაჟი, ხოლო მათ ადგილას ახალი და კეთილმოწყობილი ნაგებობები აშენდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი 2013 წელს დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება . ის სოფელ ოზაანიდან ქვემო ქედის ჩათვლით 37 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სერპანტინი“ ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0