დევნილები მომდევნო 5 თვის განმავლობაში „New Dent“-ის უფასო მომსახურებით ისარგებლებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკა „New Dent“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, დევნილებს მომდევნო 5 თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, სტომატოლოგიური კლინიკის მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და კლინიკის დირექტორმა თეა გზირიშვილმა მოაწერეს.

Visited 147 times, 1 visit(s) today