დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანსაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
მემორანდუმის თანახმად, ჟვანიას სახელობის სკოლის პედაგოგები, ინტეგრაციის ცენტრში, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ქართულ ენას შეასწავლიან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ჟვანიას სახელობის სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მოაწერეს.

Visited 140 times, 1 visit(s) today