დევნილი აბიტურიენტები ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები „ნებულას” ვებ-გვერდზე (http://www.nebula.ge) საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას” აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ მოაწერეს.

Visited 143 times, 1 visit(s) today