დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალი პროექტი იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს. შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ.
პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება.
განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში – თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი – თამარაშვილის ქ. N15ა;
ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ. N106;
ქუთაისი – ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.

Visited 89 times, 1 visit(s) today