დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე“,- ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.

„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

Visited 153 times, 1 visit(s) today