დეპუტატებმა უფასო სასადილოს საახალწლო საჩუქრები მიუტანეს

29/12/2017

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილომ საახალწლო საჩუქრები მიიღო. სასაჩუქრე ნაკრები მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუკეთა. საკუთარი ხარჯებით დეპუტატებმა სასადილოს ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტები და ტკბილეული შეიძინეს. საახალწლო ამანათები მათ პირადად მიუტანეს და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს. მუნიციპალტეტის უფასო სასადილო ყოველდღიურ რეჟიმში 110 ადამიანის სადილზე ზრუნავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს 100 ათას ლარამდე ოდენობის თანხა გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0