დეპუტატმა დუშეთის მოასფალტებული ქუჩები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ დუშეთში დასრულებული მოასფალტების სამუშაოები მოინახულა დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო არსებულ სიტუაციას და გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობას გაესაუბრა. ქ. დუშეთში ასფალტის გზის რეაბილიტაცია ჩაუტარდათ: აღმაშენებლის, ბაჩანას, გოგებაშვილის და ზანდუკელის ქუჩებს. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა კარიაულების დასახლებიდან ტონჩის ხიდამდე მონაკვეთის მოასფალტების სამუშაო, ხოლო ამ სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს შპს “ენკა”, შპს “გლობალ ბიზნესი” და შპს “კოხტისძირი 2010” წარმოადგენენ.

Visited 158 times, 1 visit(s) today