დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს, – ასე პასუხობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის თაობაზე. როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს.

“დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს. ამაზე მუდამ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს. მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან რთული პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ დიალოგის ფორმატში შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის პრაქტიკული ხასიათის საკითხების – ისეთ სფეროებში, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ჰუმანიტარული საკითხები”, – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაცია კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან დიალოგი, ნებისმიერ ფორმატში გამორიცხავს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმე სახის კომპრომისს.

Visited 163 times, 1 visit(s) today