დიდთოვლობა ოზურგეთში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა, რომელიც პრობლემურ ადგილებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. „ სოფლებში გზების წმენდა დილიდან დაიწყო. ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად გადაადგილების პრობლემა სოფლების უმეტეს ნაწილში მოხსნილია. რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრომომარაგება. აღდგენითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც განხორციელდა. ცოტა ხნის წინ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. მოსალოდნელი უამინდობის გამო მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდება,“- აცხადებს გამგებელი. ოზურგეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს.

Visited 199 times, 1 visit(s) today