დიდთოვლობა ტყიბულში

11/12/2016

მესამე დღეა ტყიბულში გადაუღებლად თოვს. მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია, რამაც საავტომობილო გზებზე შეფერხებები გამოიწვია, თუმცა გზის გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. დიდითოვლობამ პრობლემები ფეხით მოსიარულეებსაც შეუქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვნეტაძემ, გამგეობის თანამშრომლებმა და ა.(ა).ი.პ.-ების ხელმძრვანელებმა ქალაქის ცენტრალური ტროტურები ფიზიკური ძალებით გაწმინდეს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, შესაბამისი ტექნიკით, გზის გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში და ყველა სოფელში გადაადგილება შესაძლებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0