დიდთოვლობა წყალტუბოში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დიდი თოვლი მოვიდა. თოვლის საფარმა ქალაქში 40 სანტიმეტრს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70 სმ-ს მიაღწია. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და ახლოსმდებარე სოფლების გზები. გადაადგილება შეზღუდულია მაღალმთიან სოფლებში, ამჟამად გაწმენდითი სამუშაობი მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: ხომული, გუმბრინი, ბანოჯა, დღნორისა და მექვენა. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ალპანა- მამისონის და ქუთაისი-წყალტუბო,- ცაგერის გზების ცენტრალური მაგისტრალებზე ელექტროენერგია გათიშულია სოფელ ტყაჩირის ერთ უბანში, რომლის მოსახლეობას ტრანსფორმატორის დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემები აქვს პატრიკეთს და ტყაჩირს, ტექნიკური სამსახურის ჯგუფი ადგილზე იმყოფება, აქაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

Visited 265 times, 1 visit(s) today