დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა დაეხმარება

03/02/2017

დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ოჯახების დახმარების საკითხი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან და გამგებლებთან ერთად განიხილა. თოვლის საფარმა აბაშაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და წალენჯიხაში 5 ავარიული სახლი დააზიანა. ხუთივე ოჯახს ადგილობრივი მთავრობა ფულად დახმარებას გაუწევს და საშენ მასალას გადასცემს. დღეს გამართულ შეხვედრაზე, ჩხოროწყუში რამდენიმე დღის წინ დამწვარი სახლის საკითხიც განიხილეს. დაზარალებულ ოჯახს ჩხოროწყუს გამგეობა დაეხმარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0