დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

​საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
იგი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. სერ ალან დუნკანი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათგან მოისმინა არსებული პრობლემების თაობაზე.

„მე მინდოდა ჩემი თვალით მენახა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარება. ეს არის აშკარა, ხილული მტკიცებულება რუსეთის ქმედებების. ამიტომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ზუსტად ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ და გავუმკლავდეთ ერთად, გაერთიანებული ძალებით“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა.

Visited 200 times, 1 visit(s) today