დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმო გაიხსნება

13/07/2016

თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმო, სადაც 70 ადამიანი დასაქმდება. საწარმოს შესაქმნელად „კონსტრაქტ ვიჟენი“ 700 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კომპანია ახალ საწარმოში ასევე 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს.

„შპს „კონსტრაქტ ვიჟენს” სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო-ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს, მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასქმებს ამ საწარმოში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0