დიდი ხანია ”ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მანანა კობახიძის განცხადებით, დიდი ხანია ”ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებაა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძის მიერ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, თავის დროზე ”ნაციონალურ მოძრაობას” გაემიჯნა პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, ”რაც ბევრ რამეზე მეტყველებს”.

”დიდი ხანია ამ პარტიაში განხეთქილებაა. თავის დროზე ეს პარტია გენერალურმა მდივანმა დატოვა. ზურაბ ჯაფარიძე გენერალური მდივანი იყო, მათ გაემიჯდა და შექმნა თავისი პარტია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. პარტიის თავმჯდომარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მან დატოვა სამშობლოც, პარტიაც, ყველა და ყველაფერი. კარგია, რომ ეს ქვეყანა დატოვა. შიგნით პარტიაში რა არეულობა აქვთ ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ წინასაარჩევნოდ, ალბათ, იქ არის დავა სიაში ადგილებზე, მაჟორიტარ კანდიდატებზე. მთელი რიგი თემებია თანამდებობების გადანაწილების, თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში, რაშიც, ალბათ, ვერ თანხმდებიან და ეს არის მიზეზი”, – აღნიშნა კობახიძემ.

Visited 147 times, 1 visit(s) today