დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო

09/12/2017

გიორგი კვირიკაშვილი:
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და ერთგულ მაყურებელს.
დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს – აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ.
ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა ის დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0