დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გამკაცრდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოში მოხმარებული საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
ბოლო პერიოდში, სამინისტროს ინიციატივით, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ხარისხის ევროსტანდარტებთან ეტაპობრივად მიახლოების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რომლის შედეგად ქვეყანაში მოქმედი ბენზინის ეროვნული სტანდარტი 2017 წლიდან ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გახდება. მიმდინარე წელს სამინისტრომ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სახელმწიფო კონტროლიც დაიწო, რომელსაც სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
საავტომობილო დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით სამინისტრო კვლავ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს, რომლის საფუძველზეც კიდევ ერთხელ გამკაცრდება ეროვნული სტანდარტი და 2017 წლის 1 იანვრიდან დიზელში გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა 33%-ით შემცირდება, ხოლო 2019 წლისთვის იგი ევრო 4 სტანდარტს გაუტოლდება.
საწვავის სტანდარტების ეტაპობრივი გამკაცრება პირველ რიგში უზრუნველყოფს გამონაბოლქვის ტოქსიკურობის შემცირებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. მაღალი ხარისხის საწვავი ხელს შეუწყობს ავტომობილების (განსაკუთრებით მაღალი ეკოლოგიური კლასის მანქანებისთვის) გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას.

Visited 139 times, 1 visit(s) today