ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა.შესაბამისი განცხადება ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი შეფასებით, ეს არის პოზიტიური ამბავი, თუმცა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან დეკემბერში ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დადებითი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროგრესის მიღწევის საქმეში საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაუსვა ხაზი. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
დიმიტრის ავრამოპულოსის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ.