დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა

28/11/2017

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრს რამინ გულუზადეს შეხვდა.
აზერბაიჯანის მინისტრმა დადებითად შეაფასა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა და ქართულ მხარეს მისი წარმატებით ჩატარება მიულოცა.
თავის მხრივ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიდი მნიშვნელობა მისცა აზერბაიჯანის დელეგაციის მონაწილეობას თბილისის ფორუმში.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის მიმართულებით და აღნიშნეს, რომ ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამაგალითოა ყველა სტრატეგიული მიმართულებით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე და აღინიშნა, მისი განხორციელების მნიშვნლობა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული განვითარების კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0