დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა

13/03/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. აშშ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს სტრატეგიული პროექტების დაფინანსება.
ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, რომლებიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, დემოკრატიული ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მხარდაჭერას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0