დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

17/11/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის მინისტრს ვლადიმირ კოლტოვიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2017 წლის პირველ 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით, ექსპორტი კი – 50 პროცენტით გაიზარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით საქართველოსა და ბელარუსს შორის ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0