დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა

20/01/2018

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფისში ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ესოდენ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა და წარმატებები უსურვა. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას გაეროს მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციასთან და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0