დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

24/10/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა OECD-ისთან თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა „მწვანე“ ეკონომიკის განვითარება, საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, საჯარო მმართველობის რეფორმირება და სხვა. ასევე, დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ურთიერთობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის ფარგლებში. საბჭოს შექმნის მიზანია, საქართველო-OECD ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების ხელშესაწყობად.
საქართველოს OECD-იმ მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის განვითარების მიმართულებით. 2016 წელს OECD-ის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 46,5 პროცენტი შეადგინა და აღნიშნული ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა. ასევე 46-პროცენტიანი წილი მოდის აღნიშნული ორგანიზაციის ქვეყნებზე საგარეო ვაჭრობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0