დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ენერგოობიექტების მუშაობასა და არსებულ ვითარებას გაეცნო

30/01/2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ენგურჰესის კომპლექსში შემავალი ენერგოობიექტების მუშაობასა და არსებულ ვითარებას გაეცნო. საქართველოს უდიდესი ჰესის ნაწილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნაწილი კი – აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ჰესის თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია ენგურჰესზე არსებული ვითარების შესახებ და სადგურის სხვადასხვა ობიქტები დაათვალიერა. მათ შორის, მართვის ფარი და სამანქანო დარბაზი, რომელთა რეაბილიტაციაც საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0