დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში, (Annual Meetings 2017) რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან. აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის ფარგლებში. პროგრამის პირველი მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

Visited 190 times, 1 visit(s) today