დიმიტრი ქუმსიშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დამდინსურენ დავაასურენს შეხვდა

25/10/2017

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK“-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, მონღოლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, დამდინსურენ დავაასურენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0