დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

07/06/2017

“დღეს ვაჭრობაზეა დამყარებული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი” – დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელიც თბილისში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. „ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც შესაძლებელია იმ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრებსა და საბაჟოზე, ხაზი უნდა გაესვას საზღვრის მართვაში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციას. სწორედ მათ სჭირდებათ შესაბამისი ინსტრუმენტები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომლებიც სწორი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ საბაჟო ორგანიზაციებთან, რომელთა შორისაც მიმდინარეობს ვაჭრობა. სწორედ ვაჭრობაზეა დღეს დამყარებული ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, ქვეყანა რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის, აბრეშუმის გზის გასაყარზე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0