დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა

14/03/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ „JP Morgan“-ის, „Spinnaker“-ის, „BNP IP“-ის, „Bank of America Merril Lynch“-ის, „Danske Capital”-ის და “T.Rowe Price”-ის წარმომადგენლები.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, ფისკალურ სტაბილურობაზე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც მიმართულია ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი კორპორაციების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით. აღინიშნა, რომ ისინი უკვე ფლობენ საქართველოს ფასიან ქაღალდებს – ევრობონდებს. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს დაინტერესება მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0