დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

23/04/2017

საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების და ფისკალური რისკების მართვის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიტორ გასპარის (Vitor Gaspar) შეხვედრისას. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე, აგრეთვე იმ რეფორმებზე, რომლებსაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ახორციელებს. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე. პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც, მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში. მან ასევე პირისპირ შეხვედრები გამართა სხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და პოტენციური ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0