დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა

02/06/2017

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერსედეს ვერა მარტინმა.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია პირველად იმყოფება მას შემდეგ, რაც ფონდმა 285 მილიონი აშშ დოლარით “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” (Extended Fund Facility) დაამტკიცა.
ფონდის წარმომადგენლებმაა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, ბიუჯეტის შესრულების, აგრეთვე რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ.
წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია. გადაჭარბებით სრულდება საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები, და ზრდადი დინამიკით ხასიათდება ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები..
დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების კუთხით არსებული პროგრესი, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0