დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი დელანოის შეხვდა

12/10/2017

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი დელანოისა და აღნიშნული ორგანიზაციის ალტერნატიულ ხელმძღვანელს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა.
საუბარი წარიმართა საქართველოს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმატებულ თანამშრომლობაზე, აგრეთვე ფონდის დაახლოებით ერთი კვირის წინ დასრულებულ მისიაზე საქართველოში, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა არა მხოლოდ პროგრამის მიმდინარეობა, არამედ სამთავრობო რეფორმები და რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საფუძვლად დაედო ფონდთან საქართველოს პროგრამას, აგრეთვე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0