დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ, ვიზიტის ფარგბლებში IMF-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში დაწყებული ახალი პროგრამა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის დადასტურებაა.

Visited 186 times, 1 visit(s) today