დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

23/06/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და იმ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,7 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდში, ასევე, 16 პროცენტითაა გაზრდილი ბიზნესის გამოშვება და 19 პროცენტით – ბრუნვა. მნიშვნელოვნად გაზრდილია მაჩვენებლები ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0