დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

20/07/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სლოვაკეთის ექსიმ ბანკის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტი.
საქართველოსა და სლოვაკეთს წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, ვაჭრობის, ტურიზმისა და სლოვაკეთის მიერ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
სლოვაკურმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მხრივ, რომელიც საქართველოში შესაძლებელია განხორციელდეს სლოვაკეთის მთავრობისა და ექსიმ ბანკის მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0