დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს, ნოდირ ოტაჟონოვს შეხვდა

24/10/2017

ყაზახეთში მიმდინარე „OECD ევრაზიის კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უზბეკეთის ვიცე-პრემიერს, ნოდირ ოტაჟონოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა კუთხით. აღინიშნა ის დიდი პოტენციალი, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
უზბეკურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით უზბეკური ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მიმართულების განვითარების კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0