დიმიტრი ქუმსიშვილი შეიხ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე არაბეთა გაერთიანებული საემიროების შეიხ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის, ლოგისტიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთებისა და ინვესტიციების განხორციელებისათვის. შეიხ ნაჰაინ მუბარაქ ალ ნაჰაიანს საქართველოს ეკონომიკაში უკვე აქვს განხორციელებული 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. შეიხის მფლობელობაშია უმსხვილესი არაბული საინვესტიციო კომპანია “დაბი ჯგუფი,” რომელიც საქართველოში “ტერაბანკსა” და სასტუმრო „მილენიუმ ბილთმორს” უწევს მეთვალყურეობას, რომლის ოფიციალური გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დღის წესრიგში გათვალისწინებულია შეხვედრები ადგილობრივი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.

Visited 130 times, 1 visit(s) today