დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24/02/2017

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩინმა.
ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მრავალი პროექტი გრანტებით და ტექნიკური დახმარებით ფინანსდება. ჩინეთის მხარე დაინტერესბულია სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ერთ-ერთ პროგრამას, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში, ითვალისწინებს მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურების მშენებლობას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ძი იენჩის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყნიდან აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიორად გადაიქცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0