დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

28/12/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს„ ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან როგორც დარგის, ისე აღნიშნული უწყების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სწორ განვითარებაზე, რომელმაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სანედლეულო ბაზაზე დაყრდნობით დამატებული ღირებულის შექმნასა და ახალი ინდუსტრიების განვითარებას.
წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0